ირაკლი კობახიძე - ჩვენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქართულ-ჩინური სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო მონაწილეობს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.
“წლიდან წლამდე იზრდება საქართველოდან ექსპორტი ჩინეთში და ჩვენი ინტერესია, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ბუნებრივია, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან წაგვადგება ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ასევე ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, შევეხეთ ყველა მიმართულებას, სადაც შეიძლება, იყოს საინტერესო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარება. ჩვენ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქართულ-ჩინური პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები.
ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა შანხაის მერთან. წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას შანხაისა და თბილისის დაძმობილების თაობაზე და მნიშვნელოვანია ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავება. აქაც გვქონდა საუბარი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე. მთლიანობაში საინტერესოდ გრძელდება ჩვენი ვიზიტი და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტს ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები სამომავლოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


