Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენ კვლავაც ველოდებით ომის დასრულებას, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით

პოლიტიკა
330
Frontnews image description

ჩვენ კვლავაც ველოდებით ომის დასრულებას, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით, მათ შორის პირველ რიგში, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გარკვეული ოპტიმისტური მოლოდინებიც, წელს ომი ვერ დასრულდა.

"უამრავი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად რუსეთ-უკრაინის ომში და ამას გარდა ომის დასრულებას ველოდებით იმის გამო, რომ ამ ყველაფერმა უნდა დაამშვიდოს ვითარება ზოგადად ჩვენს რეგიონში და ევროპაში უფრო ფართოდ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გარკვეული ოპტიმისტური მოლოდინებიც, წელს ომი ვერ დასრულდა, ვნახოთ, იმედია, მომავალ წელს დასრულდება ომი.

ომის დასრულება თავისთავად იქონიებს გავლენას ვითარების დამშვიდებაზე ჩვენს გარშემო და მთლიანად ევროპაში, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები, ამის პროგნოზირებაც არის რთული იმდენად ცვალებადია პოლიტიკური პროცესები ჩვენს გარშემო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები