
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით არამარტო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვითარების გაუმჯობესებაში, არამედ ვუფრთხილდებით უკრაინის ხელისუფლებასაც მიუხედავად იმისა, რომ ეს მოფრთხილება წლების განმავლობაში არის ცალმხრივი. ჩვენ გვესმის, რომ ქვეყანა და ხალხი არის ომის მდგომარეობაში და სხვა რამის უფლება ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლებასთან სხვადასხვა არხების მეშვეობით იყო ურთიერთობა, თუმცა, ეს ურთიერთობა წლების განმავლობაში იყო ცალმხრივი.
“სხვადასხვა არხებით, წლების განმავლობაში იყო კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან. როდესაც იყო მსგავსი ტიპის პრობლემები, არანაკლებ სერიოზულია პრობლემა, როდესაც შენთან რეალურ კრიმინალად გამოცხადებულ სააკაშვილს ნიშნავს მეორე სახელმწიფოში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად, ეს ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ელჩის გაწვევა ან გათავისუფლება. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია იყო მუდმივ რეჟიმში მთელი წლების განმავლობაში. ახლაც არის კომუნიკაცია თუმცა, სამწუხაროდ, ცალმხრივია ჩვენი ნაბიჯები, რომელიც გადადგმულია ვითარების გაუმჯობესებისკენ. სამწუხარო რეალობა ეს არის’’- განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,დღის თემა’’.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს