Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენ, მივიღეთ გადამჭრელი ზომები, როგორც ნარკოტიკების, ორგანიზებული დანაშაულის, მიგრაციის შემთხვევაში, ისე კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით

პოლიტიკა
255
Frontnews image description

ჩვენ, როგორც ნარკოტიკების, ორგანიზებული დანაშაულის, მიგრაციის შემთხვევაში მივიღეთ გადამჭრელი ზომები, ასევე გადამჭრელი ზომები მივიღეთ მართვის სისტემის მოწესრიგებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა, ამ კუთხით, ხაზი გაუსვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის უმნიშვნელოვანეს როლს.

"ამ ყველაფერში, განუზომელი როლი აქვს ლევან ჟორჟოლიანს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და მას მინდა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები