Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას

პოლიტიკა
275
Frontnews image description

ჩვენ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული ჩვენი სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-სთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებით გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები.

"მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ასე წარიმართა ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული ჩვენი სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-სთან. ასეთი ურთიერთობები ხელს უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მთავარია, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement