ირაკლი კობახიძე - ჩვენ მოვახერხეთ პოლარიზაციის შემცირება, თუმცა მიჰყავთ ლიეტუვაში რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად


ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, შესაბამისი ტრენინგები ტარდება მათთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი.
"Deep State-ი განსაკუთრებულად აქტიურად იყენებს დიდ ბრიტანეთს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის ჩვენს ქვეყანაში, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, პირველ რიგში, გამჭვირვალობის კანონით, ე.წ. „ფარას“ კანონით, ასევე „გრანტების შესახებ“ კანონით. პოლარიზაცია არის რადიკალურად შემცირებული იმიტომ, რომ ის ძალები, რომლებიც მანამდე გაუმჭვირვალედ აფინანსებდნენ საქართველოში პოლარიზაციის და სიძულვილის გაღვივებას, დღეს ასე თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ. თუმცა ხედავთ, რომ მოიფიქრეს რაღაც ალტერნატიული ფორმები და მიჰყავთ ლიეტუვაში რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, შესაბამისი ტრენინგები ტარდება მათთვის. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ევროპული ძალები ასოცირდებიან საქართველოში სიძულვილის გაღვივების მცდელობასთან. ეს მართლაც შემაშფოთებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს