
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა.
“ზოგადად, ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია. ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ საერთაშორისო აქტს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და რუსეთის სამხედრო აგრესიის დასაგმობად. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ძალიან დამაჯერებლად განვაცხადოთ, რომ ჩვენი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა. და, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია ეფუძნება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს