
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ თავიდან ბოლომდე მზად ვართ იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გასული 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.
“რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ გასული 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისთვის და მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. როგორც კი გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება გარდატეხა ამ ურთიერთობებში. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს