
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ კარგად მომზადებული ვხვდებით საპარლამენტო არჩევნებს, პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ არჩევნები ჩატარდება გამართულად, ისე რომ არავის მისი რაიმე არსებითი ფორმით გაკრიტიკების საფუძველი არ ექნება, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონმდებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად, რაც პირდაპირ აისახება საარჩევნო პროცედურებზე.
“არჩევნების დღისთვის ფუნდამენტურად იცვლება პროცედურები – შემოდის ელექტრონული კენჭისყრის წესი. ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული წესით და ასევე კენჭისყრა, ხმის დათვლა განხორციელდება ელექტრონული წესით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. გახსოვთ, იყო სერიოზული სირთულეები არჩევნების დღეს, მათ შორის იყო ადამიანური შეცდომები, დაუბალანსებელი ოქმები, ეს არის 30 წლიანი პრობლემა ჩვენი ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გვარდება იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა კანონმდებლობა და შემოდის ელექტრონული რეგისტრაცია და კენჭისყრა. ანუ, არჩევნების დღისთვის რაც იყო პრობლემური თუ სასპეკულაციო საკითხი, ყველაფერი პრაქტიკულად ერთი ხელის მოსმით მოგვარდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც განხორციელდა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ძალიან უჭირთ ოპონენტებს აქცენტის გაკეთება არჩევნების დღეზე და ახლა ცდილობენ, აქცენტები გადაიტანონ წინასაარჩევნო პერიოდზე.
“წინასაარჩევნო პერიოდს რაც შეეხება, ინტენსიური წინასაარჩევნო ფაზა იქნება ორთვიანი – სექტემბერ-ოქტომბერი არსებითად, ივლისიდან ალბათ მეტ-ნაკლებად გახურდება საარჩევნო კამპანია. ყველას შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს და თუ პრეტენზიები იქნება, რა თქმა უნდა, ყველას შეეძლება ამ პრეტენზიების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ არჩევნები ჩატარდება გამართულად, ისე რომ საფუძველი არ ექნება არავის მისი რაიმე არსებითი ფორმით გაკრიტიკების. თუ იქნება კრიტიკა, მზად ვართ ყველა შემთხვევაში პასუხისთვის, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს