ირაკლი კობახიძე – ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი სიძულვილის წინააღმდეგ, ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს

ავტორი
Front News საქართველო
დღეს, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, პატივს მივაგებთ მილიონობით ებრაელი მსხვერპლის ხსოვნას, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის მიერ იქნენ მოკლული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
“დაუშვებელია დისკრიმინაცია ეთნიკური, რელიგიური ან სხვა საფუძვლით.
ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი სიძულვილის წინააღმდეგ, ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ასეთი ტრაგედიები აღარასოდეს განმეორდეს”, – წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




