
ავტორი
Front News საქართველო
უცხოური აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის, შესაბამისად არც თქვენი პარტიის ადგილი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.
მისი თქმით, საქართველოს აუცილებლად ეყოლება სუვერენული ხელისუფლება.
"ერთადერთი, რაზეც შეიძლება ადამიანმა ბოდიში მოიხადოს, არის ის, რომ ჩვენ გვყავდა სააკაშვილის რეჟიმი, აგენტურა ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში, რასაც მოჰყვა ძალიან მძიმე შედეგები და ამ ყველაფრის ერთ-ერთი შედეგი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. აი, ეს მართლა შეიძლება იყოს რაღაცნაირად საბოდიშო, რომ ასეთი რეჟიმი გვყავდა ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ქვეყნის შიგნით ატრიალებდა უბედურებას და რომელმაც დაატრიალა უბედურება 2008 წლის ომის სახით. ჩვენ ვართ დღეს პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ დავუშვებთ ასეთი ხალხის დაბრუნებას ხელისუფლებაში. ვერც სააკაშვილი, ვერც გახარია, ვერც ხაზარაძე, ვერც სხვა აგენტი, ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერ დაბრუნდება ვერასდროს ხელისუფლებაში. საქართველოს აუცილებლად ეყოლება სუვერენული ხელისუფლება. უცხოური აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის. შესაბამისად არც თქვენი პარტიის ადგილი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს