
ავტორი
Front News საქართველო
“სტიქია და ტრაგედია უნდა აერთიანებდეს ყველას. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ტრაგედიაც კი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად. რაც უპრეცედენტო მოვლენაა და არსად არ ხდება ასეთი რამ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
“გასული წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, სტიქიებით განსაკუთრებით დატვირთული იყო სამყარო მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰავაიზე იყო ტყის ხანძარი, რომელსაც ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და არავის დაუწყია სპეკულირება, არავის უფიქრია, რომ სპეკულირებისთვის გამოეყენებინა ეს ყველაფერი და მოეთხოვა პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომა.
გერმანიაში მოხდა ორი – სამი წლის წინ წყალდიდობა, რომელსაც შეეწირა დაახლოებით 200 ადამიანი და არსად არ გამოუყენებიათ პოლიტიკურ პარტიებს ეს საკითხები სპეკულირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იქ პროგნოზირებაც უფრო ადვილია და რეაგირებაც. არცერთ ჯანსაღ ძალას არ უცდია იმ ქვეყნებში სპეკულაციებისთვის გამოეყენებინა ასეთი ფაქტები. თუმცა, გერმანიასთან დაკავშირებით, სტატია ვნახე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ პოლიტიკურ სუბიექტებს სტიქიასთან მიმართებით. არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ უცდია სპეკულაციებისთვის ამ ტრაგედიის გამოყენება, თუმცა იქაც არიან არასაპარლამენტო ძალები – ნეონაცისტები და მხოლოდ მათ სცადეს ამ ტრაგედიის გამოყენება საკუთარი ქულების დასაწერად. გერმანიაში ნეონაცები, საქართველოში – ნაცები. ეს არის რეალური სურათი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს