Logo

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვსაუბრობთ არა მოძალადეებთან, არამედ გულწრფელ ადამიანებთან დიალოგზე

პოლიტიკა
447
Frontnews image description

ჩვენ არ ვსაუბრობთ მოძალადეებთან დიალოგზე, ვსაუბრობთ გულწრფელ ადამიანებთან დიალოგზე, რომლებიც მათ შორის, გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმდენად ძლიერია ბულინგი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემას.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ მოძალადეებთან დიალოგზე, ვსაუბრობთ გულწრფელ ადამიანებთან დიალოგზე, რომლებიც მათ შორის, გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას. არა მოძალადეებთან, არამედ გულწრფელ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ მძაფრი პროტესტის განცდა დღესაც. მათთან ვართ მზად დიალოგისთვის. მაგრამ ხედავთ, რომ იმდენად ძლიერია ბულინგი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემას. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი გამოვლინება. ვინც არ ძალადობს, მათთან მზად ვართ დისკუსიისთვის. რა უდგას ამას წინ. თუ ჰგონიათ, რომ მართლები არიან, რატომ არ მოდიან? შოთა არველაძეს დიდ პატივს ვცემ, როგორც ფეხბურთელს, იყო გამორჩეული ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში. მან თქვა, რომ ხელისუფლებიდან არავინ ესაუბრება ხალხს. მოვიდეს თვითონ შოთა არველაძე, დიდი პატივისცემით ვიმეორებ ამას, წამოიყვანოს ის, ვის კომპეტენციაშიც არის დარწმუნებული, ათი კაცი წამოიყვანოს, რატომ არ მოდიან“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები