Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ დამატებით 4 წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი

პოლიტიკა
369
Frontnews image description

ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ დამატებით 4 წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება, ეს არის აბსოლუტურად რეალური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნა 195 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, ეს გამოიწვია სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ.

"ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს სამომავლო წლებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ საარჩევნო პროგრამაში ასახული იყო ამბიციური მიზანი ამ კუთხით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ დამატებით 4 წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება და ეს არის აბსოლუტურად რეალური. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, შევუნარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი, ამ შემთხვევაში ეს მიზანი არის აბსოლუტურად მიღწევადი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები