ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები ჩვენს ქვეყანაში


ავტორი
Front News საქართველო
2024 წელს ჩვენ გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა, დაახლოებით 850 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად დააბრუნოს ემიგრანტები სამშობლოში.
“2024 წელს ჩვენ გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა. მათ შორის, კონკრეტულად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილშიც გვაქვს დადებითი მიგრაციული სალდო ქვეყანაში. დაახლოებით 850 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები ჩვენს ქვეყანაში და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. რაც შეეხება სხვა დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, როგორის არის დაბადების მაჩვენებელი, ქორწინება-განქორწინების მაჩვენებელი, აქ სამწუხაროდ, გვაქვს არასახარბიელო ვითარება და ამ საკითხზეც არის აქტიურად სამუშაო“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს