
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, თუმცა მთავრობა ამით არ კმაყოფილდება.
"ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში გვექნება მომავალ კვირაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს