ირაკლი კობახიძე – ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საინტერესო შეხვედრა მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
“საინტერესო შეხვედრა მქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საქართველოს საკითხებში: კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელასთან. შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ძირითად საკითხებზე, მათ შორის ჩვენი დემოკრატიული რეფორმის დღის წესრიგსა და ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში“, – წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




