ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება


ავტორი
Front News საქართველო
სპორტის შემდგომი განვითარების მიზნით გვაქვს კონკრეტული გეგმები - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია, საბოლოო მიზანია, თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კომპლექსური მიდგომით და გარდა სახელმწიფო ფინანსებისა, საჭიროა ინვესტორების წახალისება, ვინაიდან სპორტის მიმართ დაინტერესება დიდია.
"გვსურს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ კომპლექსური მიდგომით, სტანდარტიზებული პროექტებით, რათა მაქსიმალურად ხარისხიანად განხორციელდეს ყველა პროექტი თითოეულ მუნიციპალიტეტში. ასევე, გვაქვს სტადიონების განვითარების პროგრამა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარია, როგორც საფეხბურთო და სარაგბო მოედნებზე, ასევე მცირე და საშუალო ზომის სტადიონებზე. შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებულია, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ. საუბარია როგორც ფეხბურთისთვის, ისე რაგბისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურაზე.
ასევე, ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ახალი ინიციატივა - მზად ვართ, სასკოლო ინფრასტრუქტურა და ასევე არასასკოლო ინფრასტრუქტურა დავუთმოთ ინვესტორებს 20-წლიანი ვადით, საიდანაც 10 წლის განმავლობაში ინვესტორები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს. გვინდა, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ ინვესტორების მიერ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. დღეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, თუმცა ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს ამ გაზრდილ მოთხოვნას. გვსურს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, როგორც საჯარო ფინანსების ათვისებას, ისე კერძო ინვესტირების მოზიდვას, იმისათვის, რომ მოთხოვნას მაქსიმალურად დაეწიოს მიწოდება", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს