ირაკლი კობახიძე – ჩვენი გზავნილია, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი გზავნილი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს ვინც მოქმედებს ბრიტანეთის სახელით, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ძალა 2012 წლამდე ბოლომდე მფარველობდა იმ სიმახინჯეს, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში მოქმედებდა.
„შემიძლია, შეგახსენოთ რაც ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე კონკრეტულად მართლმსაჯულების სისტემაში და როგორ შეიცვალა სისტემა 2012 წლის შემდეგ. სტატისტიკაზეც მქონდა საუბარი ორჯერ, სამჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში 20-ჯერაც არის გაუმჯობესებული სტატისტიკა. იგივე სტრასბურგის სასამართლოში მიუხედავად იმისა, რომ შეცვლილია სამართლებრივი კულტურა, ამაღლებულია სამართლებრივი კულტურა, სამჯერ ნაკლები საქმეები მიდის ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის უტყუარი მტკიცებულება არა მარტო იმისა, რომ რადიკალურად გაუმჯობესდა 2012 წლის შემდეგ ვითარება სასამართლო სისტემაში, არამედ ეს არის მტკიცებულება, რომ დღეს ქართული მართლმსაჯულება ფუნქციონირებს ჯანსაღად. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მათ შორის ბრიტანულ სანქციებთან მიმართებითაც, ის ძალები, თუ ის ძალა, ე.წ. დიფ სთეითი იგულისხმება ამ ყველაფერში, რომელიც იწონებდა ათასგვარ მანკიერებასა და სიმახინჯეს ქართულ მართლმსაჯულებაში 2012 წლამდე, დღეს იწუნებს ჯანსაღ სასამართლო სისტემას. აქ არის პირდაპირი ლოგიკა – დღეს ვინც მოქმედებს ბრიტანეთის სახელით, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ძალა 2012 წლამდე ბოლომდე მფარველობდა იმ სიმახინჯეს, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში მოქმედებდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს

ირაკლი კობახიძე – კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა “ნაცმოძრაობამ” არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე

ირაკლი ღარიბაშვილი – 320-მა მოსამართლემ წერილობით დაადასტურა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი