Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები

პოლიტიკა
96
Frontnews image description

მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს "მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან.

"მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა. აქაც ხედავთ, რომ ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ამ ქვეყნებთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. იგივე ხაზის გაგრძელებაა, ამიტომ, ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები