
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვართ მზად დღესვე აღვადგინოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ, ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, გამომდინარე ბოლო დროინდელი ტენდენციებიდან, მთავრობა ინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.
„კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ანაცვლებს ჩვენი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთით. არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ჩვენ ჩანაცვლებაზე. თქვენ იცით, რომ წინა ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის, შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და ეს სტატუს-კვო არის შენარჩუნებული. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ ჩვენ ვართ მზად დღესვე აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, შეგვიძლია დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ, სუფთა ფურცლიდან და უფრო მეტიც, კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით რა თქმა უნდა პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გამომდინარე ბოლო დროინდელი ტენდენციებიდან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს