Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე გვაქვს კომპლექსური ხედვა

პოლიტიკა
249
Frontnews image description

ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებასთან დაკავშირებით გვაქვს კომპლექსური ხედვა, რომელიც, პირველ რიგში, მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას აბსოლუტურად ყველა შესაბამისი მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ჩქაროსნული საავტომობილო გზები, რკინიგზა, პორტები, აეროპორტები, ყველა მიმართულებით კომპლექსურად განვითარდება ინფრასტრუქტურა.

"მომზადების პროცესშია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. ბუნებრივია, ამასაც სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის. ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები შესაბამის ქვეყნებთან. საქართველო შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ე.წ. ჩაკეტილ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. ეს არის შუა აზიის 5 სახელმწიფო და ჩვენი მეზობელი 2 სახელმწიფო -  აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს ქმნის ჩვენთვის პოტენციალს, რომ მაქსიმალურად გავაღრმაოთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, შესაბამისად გავაძლიეროთ დაკავშირებადობის ფუნქცია და პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება არის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ეს ფუნქცია მაქსიმალურად შეგვიძლია გავუძლიეროთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.
 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები