ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე UNESCO-ს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა.
მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძემ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რამდენიმე უწყება იყო ჩართული. მადლობა ყველას, ვინც უზრუნველყო საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




