ირაკლი კობახიძე - ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე განუცხადა, სადაც არჩევანი გააკეთა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას“ ყველა საკრებულოში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა.
"რაც შეეხება მოლოდინს საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს და როგორც თბილისში, ისე ქვეყნის მასშტაბით, ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი და რაც იყო დაპირება, 64 64-ზე - 64 მერი და 64 საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს