Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს

პოლიტიკა
265
Frontnews image description

ჩვენ ვიცით რა არის რეალური სურათი. 60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პარტია „ლელოს“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ეხებოდა.

მისი თქმით, ასეთ დროს შეუძლებელია მათთვის კვლევების გამოქვეყნება, რადგან წინასწარ უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი.

"თბილისში დაახლოებით 55%-ია ჩვენი პარტიული შედეგი და შეიძლება 60%-მდეც მივიღოთ უშუალოდ თბილისში პარტიული ხაზით. რაც შეეხება კახა კალაძის რეიტინგს, 65%-ზე მაღალია მისი რეიტინგი. ასეთ პირობებში მათ ძალიან გაუჭირდებათ კვლევების გამოქვეყნება. ასევე, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. ასეთ დროს შეუძლებელია მათთვის კვლევების გამოქვეყნება, მაშინ წინასწარ უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი. შესაბამისად, ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება კვლევების არგამოქვეყნების თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement