Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, ბოლომდე გაიწმინდოს სისტემა კორუფციისგან

პოლიტიკა
467
Frontnews image description

ჩვენი მიზანია, რომ ბოლომდე გაიწმინდოს მთლიანად სისტემა კორუფციისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯებია გადადგმული.

"მანამდეც, ვიდრე ჩვენ აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამდით, საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ევროპაში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ჩვენ ევროკავშირის წევრ 7-8 ქვეყანას მუდმივად ვუსწრებდით ამ კუთხით. რა ნაბიჯებიც გადაიდგა წელიწად-ნახევრის განმავლობაში, თვისებრივად აუმჯობესებს მდგომარეობას. მე მარტივი დაპირება შემიძლია მივცე ნებისმიერ ადამიანს, შეუძლიათ მოიტანონ, დღეიდან  ან გუშინდელი დღიდან ავიღოთ ნებისმიერი თემა, რასთან დაკავშირებითაც აქვთ ეჭვები კორუფციის მიმართულებით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირობას გაძლევთ, რაც კეთდება მთავრობის ჩართულობით, ყველაფერი კეთდება კეთილსინდისიერად. დანარჩენი, დასვან კითხვები, ყველა თემასთან დაკავშირებით მიიღებენ პასუხს. ჩვენი მიზანია, რომ ბოლომდე გაიწმინდოს მთლიანად სისტემა კორუფციისგან. ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯებია გადადგმული", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement