
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ბიუროკრატთან მიერთება; შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რაც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რჩება.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა სირთულეები სხვადასხვა ეტაპზე პოლიტიკოსებთან, კონკრეტულ ბიუროკრატებთან, მაინც მოვახერხეთ პროგრესის მიღწევა ურთიერთობების დაახლოებით კუთხით, მათ შორის განსაკუთრებით ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მიუხედავად სერიოზული სირთულეებისა, მოვახერხეთ 4 პრინციპული ნაბიჯის გადადგმა. ბოლო იყო კანდიდატის სტატუსის მიღება. პოლიტიკოსები მიდიან, მოდიან, ბიუროკრატები მიდიან, მოდიან, მაგრამ ევროკავშირი რჩება. ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ბიუროკრატთან მიერთება. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რაც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს