Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ

პოლიტიკა
119
Frontnews image description

ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, აქეთკენ ვართ ჩვენ მიმართული,  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ფასების შემცირების თაობაზე ოპოზიციის საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი.

"არ სურთ მოსახლეობისთვის სოციალური ფონის გაუმჯობესება იმისათვის, რომ მღვრიე წყალში თავად შეძლონ თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი, ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ აქეთკენ ვართ ჩვენ მიმართული. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები