ირაკლი კობახიძე - ჩვენი მოსაზრებაა, რომ აუცილებლად 2028 წლის 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები

ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინმეს ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური პროცესები არსებითად უნდა განვითარდეს კონსტიტუციური ვადების შესაბამისად.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ გავყვეთ კონსტიტუციურ ვადებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები, ჩვენი ვადები და ვფიქრობთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები არსებითად უნდა განვითარდეს კონსტიტუციური ვადების შესაბამისად. ამიტომ ჩვენი მოსაზრებაა, რომ აუცილებლად 2028 წლის 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




