ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობის და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება

ავტორი
Front News საქართველო
შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა, ასევე, შეიქმნას მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის.
"ინფრასტრუქტურის მინისტრთან ბატონ რევაზ სოხაძესთან ერთად შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ პრაქტიკა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის და აქაც კონკრეტულ დეტალებზე გვქონდა საუბარი. მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში. მადლობას გადავუხდი საქართველოს ბიზნესასოციაციას და ყველა კომპანიის წარმომადგენელს, ამ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


