ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ასეთი ტიპის ეროვნული წარმოების განვითარებას


ავტორი
Front News საქართველო
უმნიშვნელოვანესია „ბორჯომის“ ახალი პროექტის სოციალური ეფექტი - 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და, ამავდროულად, კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ბორჯომის“ ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, სწორედ, მსგავსი ეროვნული წარმოების განვითარებას.
"ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სწორედ ასეთი ეროვნული წარმოების განვითარებას, რომელიც ქმნის დოვლათს ქვეყნის შიგნით და საქართველოს უმკვიდრებს მაღალი ხარისხის მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაციას მსოფლიოს მასშტაბით. მადლობას ვუხდი კომპანიის ხელმძღვანელობას, თითოეულ ინვესტორსა და თანამშრომელს ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმის წამოწყებისა და წარმატებით განხორციელებისთვის. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ წარმატებებს ქართული სახელის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების საქმეში", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს