
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ოპონენტები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, გარდა ბევრი სხვა უბედურებისა, ერთერთი მათი საქმიანობის შედეგი იქნებოდა მათ შორის ბელორუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. იმ რიტორიკით, რა რიტორიკითაც ისინი დღეს მოქმედებენ, ყველანაირ უბედურებას დამართებდნენ ამ ქვეყანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ფუნქცია არის კრიტიკა, მაგრამ სადღაც არსებობს ეროვნული ინტერესები და წითელი ხაზები, მათთვის არავითარი წითელი ხაზი არ არსებობს.
“ჩვენი ოპონენტები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, გარდა ბევრი სხვა უბედურებისა, ერთერთი მათი საქმიანობის შედეგი იქნებოდა მათ შორის ბელორუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. იმ რიტორიკით, რა რიტორიკითაც ისინი დღეს მოქმედებენ, ყველანაირ უბედურებას დამართებდნენ ამ ქვეყანას. კრიტიკას როცა ეხება საქმე, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ფუნქცია არის კრიტიკა, მაგრამ სადღაც არსებობს ეროვნული ინტერესები და სადღაც არსებობს ამ კუთხით წითელი ხაზები და მათთვის არავითარი წითელი ხაზი არ არსებობს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს