ირაკლი კობახიძე - ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ზე კანადაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ“, - წერს კობახიძე.
კანადაში, ერთ-ერთ სკოლასა და საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




