ირაკლი კობახიძე - ჩვენი ფორმულა არის მარტივი: 64/64-ზე, 64 მერი, 64 საკრებულო


ავტორი
Front News საქართველო
რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე მათთვის რთულია სიებზე და კანდიდატებზე შეჯერება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ზოგადად, ასეთი მოვლენები არის დაკავშირებული სისუსტესთან.
"ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე მათთვის რთულია სიებზე და კანდიდატებზე შეჯერება, თუმცა ეს არის მათი საქმე. ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ კამპანიაზე და ჩვენი ფორმულა არის მარტივი - 64/64-ზე: 64 მერი, 64 საკრებულო და დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ასეთი სახით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს