Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის

პოლიტიკა
94
Frontnews image description

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება. ეს მონაცემი ნათლად ადასტურებს ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გლობალური უსაფრთხოების მიმართ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციას.

საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს საბაჟო სამსახურის ინსტიტუციურ მხარდაჭერას, ზრუნვას თქვენს ღირსეულ პირობებსა და განვითარებაზე, რადგან თქვენი წარმატება პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ”, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები