
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ არაერთი საჯარო განცხადება, მათ შორის პირადად მე. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. მე პირადად მქონდა სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივან რუბიოსთან და გვქონდა ძალიან მეგობრული, საინტერესო საუბარი ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შედგა საქართველოში ტექნიკური ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ეს პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ურთიერთობაზე.
"რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, გამოწვევებით არის სავსე ეს ურთიერთობები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სათანადოდ შესრულდეს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ანუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გვქონდა ამ კუთხით ფუნდამენტური პროგრესი. საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია, მათ შორის უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 81 პროცენტი არის შესრულებული. ეს აჩვენებს ჩვენს მიდგომას საკითხის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არის უსამართლო მიდგომა, არის უამრავი გამოწვევა, ჩვენ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა ჩვენი ქვეყანა და ამ წარმატების მაჩვენებელია შესაბამისი ციფრები, რომლებიც უარყოფითი მიმართულებით არ იცვლება. ამასთან ერთად, ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანაა, ბუნებრივია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის და, რა თქმა უნდა, აქ წითელი ხაზი უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველო მომავალშიც პრაგმატული პოლიტიკით იმოქმედებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს