
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი მიღწევა იყო ეროვნული საკადასტრო აღრიცხვის დასრულება და მიწის ნაკვეთების სრული რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ამ რეფორმამ გააძლიერა სამართლებრივი საფუძველი, გააუმჯობესა მიწის რესურსის ადმინისტრირება და უფრო გამჭვირვალე საფუძველი შექმნა ეკონომიკური საქმიანობისა და ტერიტორიული მმართველობისთვის.
"პარალელურად, საბჭოთა პერიოდში გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია დასრულდა. ამ ერთეულების სრულად კერძო საკუთრებაში გადაცემით, ურბანული სტაბილურობისა და ინდივიდუალური საკუთრების უფლების განსაზღვრული ჩარჩო შევქმენით.
ჩვენი ურბანული და საბინაო პოლიტიკის ცენტრში რჩება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აგრძელებდა ომისა და ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგების მოგვარებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებლისა და სოციალური დახმარების მიწოდებით. ვაგრძელებთ ახალი დასახლებების განვითარებას და საცხოვრებელი ფართის გადაცემას დაზარალებული ოჯახებისთვის, როგორც ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულების ნაწილი ღირსეული ცხოვრების პირობებისა და სოციალური ინკლუზიის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს