ირაკლი კობახიძე – ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ამ ქვეყანაში უკრაინული სცენარის თავიდან აცილება


ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოსობა ადვილი არ არის, მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ, რომ ბევრი საკითხი გვაქვს, ბევრი გამოწვევა გვაქვს ირგვლივ, სხვადასხვა ტიპის საფრთხე ქვეყნის შიგნით და გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, როცა ხარ პოლიტიკოსი, მაღალ თანამდებობას იკავებ, გაქვს განცდა, რომ გაქვს ერთგვარი ძალა, პოზიტიურად იმოქმედო ქვეყნის განვითარებაზე.
“ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში და როცა გვახსენდება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ამ ქვეყანაში უკრაინული სცენარის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, ეს იწვევს კმაყოფილების განცდას.
ეს არის ერთგვარი კომპენსაცია იმ სირთულეებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს