Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანას მალე ექნება ძალიან დახვეწილი, სუპერთანამედროვე, 70 000 მაყურებელზე გათვლილი ბრიტანული სტილის სტადიონი

პოლიტიკა
146
Frontnews image description

ჩვენს ქვეყანას მალე ექნება ძალიან დახვეწილი, სუპერთანამედროვე, 70 000 მაყურებელზე გათვლილი ბრიტანული სტილის სტადიონი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სტადიონი იქნება გათვლილი არა მხოლოდ სპორტის შესაბამის სახეობებზე, არამედ, საკონცერტოდ იქნება უზრუნველყოფილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა.

"ესეც არის კიდევ ერთი მეგაპროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი სტადიონი, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გაზრდილია ინტერესი ზოგადად სპორტის მიმართ. ჩვენს დედაქალაქს, ქვეყანას სჭირდება ახალი, სრულიად თანამედროვე სტადიონი, რომელიც იქნება გათვლილი არა მხოლოდ სპორტის შესაბამის სახეობებზე, ეს არის ფეხბურთი და რაგბი, ასევე, საკონცერტოდ იქნება უზრუნველყოფილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა. არა მხოლოდ სპორტული, არამედ, ეკონომიკური კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება. ყველას შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ძალიან დახვეწილი, სუპერთანამედროვე, 70 000 მაყურებელზე გათვლილი ბრიტანული სტილის სტადიონი ექნება ჩვენს ქვეყანას ძალიან მალე“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement