ირაკლი კობახიძე - ჩვენს პარტიას შეუძლია, ქვეყნის მასშტაბით ბევრად გადააჭარბოს 60%-იან მაჩვენებელს, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია


ავტორი
Front News საქართველო
ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ეს იყო ტაქტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად ირაციონალური გათვლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ოპოზიცია მუდმივად უშვებს შეცდომებს, თუმცა ეს არა მათი, არამედ მათი პატრონების შეცდომებია.
"მათ რაღაც გათვალეს ისეთ რამეზე, რაც არ იყო რეალური, ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში. ეს იყო ტაქტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად ირაციონალური გათვლა. შედეგად მიიღეს ის, რაც მიიღეს. ჩვენ დღეს გავეცანით კვლევის მორიგ შედეგებს და ჩვენს პარტიას შეუძლია, ქვეყნის მასშტაბით ბევრად გადააჭარბოს 60%-იან მაჩვენებელს, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია. ასევე, თბილისში შეგვიძლია პირველივე ტურში თავისუფლად არჩევნების მოგება დღევანდელი მდგომარეობით. აქამდე მიიყვანეს რადიკალური ოპოზიცია საკუთარმა პატრონებმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს