
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენთვის “ენჯეოების“ ხელოვნური კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი მოსაზრებები, სამართლებრივი არგუმენტები, ასეთ შემთხვევაში სათანადოდ ვიმოქმედებთ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ “იმედის” ეთერში ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი რეკომენდაცია უკავშირდება იუსტიციის საბჭოს წევრების განმეორებით არ არჩევას, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე არ არის დაფუძნებული.
“ეს არის რეკომენდაცია, ერთხელ რომ არის არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრი, განმეორებით ზედიზედ აღარ ავირჩიოთ, თუმცა, ვენეციის კომისია იქვე მიუთითებს, რომ ეს განმეორებით არჩევა მიღებული პრაქტიკაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან დაკავშირებით ვიღაცები ამბობენ, რომ იქ არის კორპორატივიზმის პრობლემა, ამიტომ, რაც არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დამკვიდრებული, იქნებ თქვენ არ გააკეთოთ. ეს არის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე არ არის დაფუძნებული. ეს არის რაღაც მიზანშეწონილობის თემა, რომელიც ეფუძნება პირდაპირ ვიტყვი, ენჯეოების მიერ გავრცელებულ ჭორებს, უხეში ტერმინი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ჭორიც არ არის, ეს არის მიზანმიმართული სტიგმატიზაციის კამპანია, რასაც ისინი აწარმოებენ მთელი ამ წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ენჯეოების ეს ხელოვნური კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი მოსაზრებები, სამართლებრივი არგუმენტები, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, სათანადოდ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს