
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენთვის “ევროპის სახალხო პარტიის” რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს, მგონი, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც არ მიუღიათ განახლებული ინფორმაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, “ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას გამართლება არ აქვს.
“სერიოზული კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო, როცა კიდევ ერთხელ, ყველამ გაიგო, რომ ეს კაცი ჯანმრთელია და “ევროპის სახალხო პარტიამ“ ახლაც კი ვერ გაიგო, რომ ჯანმრთელია. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ჩანაწერი. გვესმის, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ერთი პოლიტიკური ჯგუფი, გაერთიანება. „ნაცმოძრაობა“ არის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი, შესაბამისად, ეს შეიძლება, რაღაცნაირად აიხსნას, მაგრამ გამართლება ასეთ რეზოლუციას არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) პოლიტიკური ასამბლეაზე მიიღო რეზოლუციაზე, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად სწრაფი ზომების მიღებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს