
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა და საუბარი შეეხო თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე.
“დასრულდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ბუნებრივია, ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით პრეზიდენტ ერდოღანთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაში.
ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი მეგობრობის, პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს