ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდა, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდა, გაფართოება, ზოგადად, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ჩვენთვის ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენაზე საქართველოს პავილიონების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში.
"დღეს დავათვალიერეთ ქართული პავილიონები, იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც 29 ქართული პროდუქტია წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, გაფართოება, ჩინეთის მიმართულებით, ზოგადად, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. გავესაუბრეთ ასევე ქართველ მეწარმეებს, რომლები წარმოდგენილები არიან ამ გამოფენაზე და მათი მხრიდანაც მოვისმინეთ, რომ არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


