Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება

პოლიტიკა
227
Frontnews image description

ჩვენი დელეგაციის წევრებს მინდა, მადლობა გადავუხადო და ასევე მადლობა გადავუხადო ნატოს ასამბლეის ყველა იმ წევრს, რომელმაც გაითვალისწინა შესაბამისი ცვლილებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნატოს ასამბლეის სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ახალ კატეგორიაში გადასვლას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ობიექტურ რეალობას.

"შესაბამისი ცვლილებები ეფუძნებოდა ობიექტურ რეალობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement