Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ სკოლები იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი შესაბამისი ფინანსებით

პოლიტიკა
125
Frontnews image description

ჩვენთვის მთავარია, რომ სკოლები იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი შესაბამისი ფინანსებით. რაც შეეხება მოდელს, ამაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, არსებითად ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველა სკოლა იქნება სათანადოდ უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.

მისი თქმით, განსხვავებული ვითარებაა უმაღლესი განათლების სფეროში, სადაც მიღებულია გადაწყვეტილება არსებული საგრანტო სისტემის ჩანაცვლების თაობაზე.

"ჩვენთვის მთავარია, რომ სკოლები იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი შესაბამისი ფინანსებით. რაც შეეხება მოდელს, ამაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, არსებითად ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველა სკოლა იქნება სათანადოდ უზრუნველყოფილი. განსხვავებული ვითარება გვაქვს უმაღლესი განათლების სფეროში, სადაც მიღებულია გადაწყვეტილება არსებული საგრანტო სისტემის ჩანაცვლების თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები