
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობას. ამასთანავე, მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ასუნსიონ სანჩეზ რუისი და ევროკავშირის ელჩის მრჩეველი ჟულიენ კრამპსი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს