ირაკლი კობახიძე - დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად


ავტორი
Front News საქართველო
დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად, ყველამ იხილა შემდგარი დანაშაული და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ჩვენი პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იყო მისული აქციაზე.
"ანონსი ყველამ იცის, რაც იყო. გამოცხადებული იყო დამხობის აქცია. დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად. რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იქ იყო მისული. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინც ძალადობაში იყო ჩართული, იცით, რომ მათ მიმართ მოქმედებს სამართლებრივი ზომები. იდენტიფიცირებულია ადამიანების გარკვეული რაოდენობა და მათ მიმართ სამართლებრივი ზომები ამოქმედდება. რა თქმა უნდა, ეს არ გვიხარია, თუმცა ყველამ იხილა შემდგარი დანაშაული და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება არის უბრალოდ ჩვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს