Logo

ირაკლი კობახიძე  - "დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა  წარმატებით ხორციელდება, ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ 4-ჯერ გაიზარდოს დაფარვის არეალი

პოლიტიკა
315
Frontnews image description

"დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ ჯანდაცვის სფეროში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამა წარმატებით ხორციელდება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მოცვის არეალი გაიზარდოს.

"ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ 4-ჯერ გაიზარდოს დაფარვის არეალი, რეალური სტატისტიკა. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად იმუშავებს“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები