
ავტორი
Front News საქართველო
გახარია და ხაზარაძე ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან ამისთვის, ასეთია ჯაშუშის და აგენტის ბედი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მართულია და მათ არ აქვთ დამოუკიდებლობა.
“ნული დამოუკიდებლობა აქვთ ამ ე.წ. პარტიებს, ვისაც ჰქვია ოპოზიცია ის სინამდვილეში არის აბსოლუტურად მართული, არავითარი დამოუკიდებლობა მათ არ აქვთ, შესაბამისად, ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ნაბიჯი შეიძლება, გადაადგმევინონ. ეს არის აგენტის, ჯაშუშის ბედი. აქაც ვხედავთ კონკრეტულ მაგალითზე გახარიას და ხაზარაძის მაგალითზე – ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან, რომ გაერთიანდნენ, ასეთია ჯაშუშის და აგენტის ბედი, ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს